ჩვენ 2 მნიშვნელოვანი სასამართლო განხილვა გვქონდა და ეს განხილვები ერთგვარი ფონია იმისა, რაც ახლა ხდება - ერთი განხილვა გვქონდა სინგაპურში, გასული წლის სექტემბერში და მეორე ბერმუდაზე, დეკემბერში, - ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა, ვიქტორ ყიფიანმა „ქრონიკაში" საუბრისას განაცხადა.
„სინგაპურში განხილვამ ჩაიარა ძალიან დამაჯერებლად. პრაქტიკულად ზედაპირზე ამოვიდა ის სიცრუე, რაზეც დგას ბანკის პოზიცია. საბანკო-სატრასტო სტრუქტურების მიერ დასახელებული მოწმეების გამოსვლა იყო სავალალო, სუსტი და გაუმყარებელი სამართლებრივი არგუმენტაციით. რა თქმა უნდა, ასეთ დინამიკას ხელი შეუწყო ასევე ჩემი მარწმუნებლის, ბიძინა ივანიშვილის დამაჯერებელმა გამოსვლამ, რომელმაც მთელ რიგ საკითხებზე პრინციპული და ობიექტური პასუხი გასცა და ფაქტობრივად რამდენიმე გარემოებას სინგაპურის მართლმსაჯულებისთვის ფარდა ახადა. აქედან გამომდინარე, საფუძვლიანი მოლოდინი გვაქვს, რომ ამ დავას სწორი და საჩვენო ასახვა ექნება სასამართლო გადაწყვეტილებაზე. ბერმუდას შემთხვევაში, ბანკის მხარემ ძალიან უცნაურ ხერხს მიმართა, როდესაც აპელაციის პროცესში წამოჭრა ისეთი ფაქტები და არგუმენტები, რომელიც აპელაციის სტადიაზე წესით დაშვებული არ უნდა ყოფილიყო. მიუხედავად ამისა, ბანკმა იკადრა იგივე, რაც ბერმუდის შემთხვევაში მოხდა", - აღნიშნა ვიქტორ ყიფიანმა.
|
ვიდეო რეკლამა სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია
ვიდეო რეკლამა |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|