რეზონანსი
28.01.2023

პროკურატურამ ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტზე, რამაც მისი დაღუპვა გამოიწვია, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 22 იანვარს, ბათუმში, ბრალდებულმა პნევმატური იარაღით დაზიანებები მიაყენა მიუსაფარ ძაღლს, რის შედეგადაც ცხოველი დაიღუპა.

ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა (ცხოველის წამება ან მისდამი სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია), რაც სასჯელის სახედ და ზომად ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა." აცხადებს პროკურატურა

ბათუმში, 6 მაისის პარკში, სასტიკად მოკლული ძაღლი იპოვეს. ინფორმაცია სოციალურ ქსელში ცხოველთა უფლებადამცველმა, თეონა ყურშუბაძემ გაავრცელა.

 

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×