რეზონანსი
30.01.2023

პო­ლი­ცი­ამ თბი­ლის­ში ოჯა­ხის წევ­რის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მომ­ზა­დე­ბის ფაქ­ტზე ერთი პირი და­ა­კა­ვა. ინ­ფორ­მა­ცი­ას ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს. უწყე­ბის ცნო­ბით, 25 წლის ახალ­გაზ­რდა ბე­ბი­ის მკვლე­ლო­ბის დაკ­ვე­თის გამო და­ა­კა­ვეს.

ბეწ­ვზე გა­დარ­ჩე­ნი­ლი თბი­ლი­სის ერთ-ერთი უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტო­რი და პრო­ფე­სო­რი ვა­ლენ­ტი­ნა საყ­ვა­რე­ლი­ძეა. შვი­ლიშ­ვი­ლი კი, რო­მე­ლიც ბე­ბი­ის მკვლე­ლო­ბის შეკ­ვე­თა­შია ბრალ­დე­ბუ­ლი, ალექ­სან­დრე საყ­ვა­რე­ლი­ძეა.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, თან­ხა, რო­მე­ლიც შვი­ლიშ­ვილ­მა მდი­და­რი ბე­ბი­ის მო­საკ­ლა­ვად და­ქი­რა­ვე­ბულ ქი­ლერს გა­და­უ­ხა­და, სა­ვა­რა­უ­დოდ, ბე­ბი­ას­ვე გა­მო­არ­თვა. 70 ათა­სი ლარი 26 წლის კაც­მა ოჯა­ხის წევ­რს რამ­დე­ნი­მე დღის წინ სთხო­ვა.

მი­ზე­ზი, რის გა­მოც კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის ყო­ფილ­მა თა­ნამ­შრო­მელ­მა ოჯა­ხის წევ­რი მო­საკ­ლა­ვად გა­ი­მე­ტა, დი­დძა­ლი ქო­ნე­ბაა. სა­ვა­რა­უ­დოდ, გამ­ზრდე­ლი ბე­ბი­ის გა­ნე­იტ­რა­ლე­ბის შემ­დეგ, ახალ­გაზ­რდა კაცი იმ უნი­ვერ­სი­ტე­ტის მი­სა­კუთ­რე­ბას ეც­დე­ბო­და, რო­მე­ლიც 72 წლის ქა­ლის სა­კუთ­რე­ბა­შია.

"ამბებისთვის" ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ შვი­ლიშ­ვი­ლის მიერ და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი მკვლე­ლი სა­მიზ­ნე ობი­ექტს ვა­კე­ში, "აქ­სი­სის" მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე უთ­ვალ­თვა­ლებ­და (სა­ცხოვ­რე­ბელ ად­გი­ლას).

რო­გორც წყა­რო გვე­უბ­ნე­ბა, სა­უ­ბა­რია დი­დძალ ქო­ნე­ბა­ზე, რო­მელ­საც ბე­ბია შვი­ლიშ­ვილს მემ­კვიდ­რე­ო­ბით არ უტო­ვებ­და, მან კი ამ გზით სცა­და მისი ხელ­ში ჩაგ­დე­ბა. 72 წლის ქალი “თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის» რექტორი და ამავე უნივერსიტეტის 66%-იან წილის მფლობელია. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, მასვე ეკუთვნის 1000 მ2 მიწის ნაკვეთი ლისზე. “კურიერის” ინფორმაციით, ვალენტინა საყვარელიძემ ცოტა ხნის წინ გაასხვისა ძვირადღირებული უძრავი ქონება პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე.

და­ნა­შა­უ­ლი 16-დან 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

ambebi.ge

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×