
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი თუ ემუქრება ვიღაცებს დაჭერით, ხელისუფლებაში ყოფნის დროს მას უფრო მეტი შესაძლებლობები ჰქონდა, მსგავსი მუქარები წარმატებით განეხორციელებინა.
ამ განცხადებით მათიკაშვილი სააკაშვილის მედდის ინტერვიუს გამოეხმაურა, რომელიც მაყურებელმა „იმედის კვირაში" იხილა.
„როდესაც ის პატიმარია, არ უშვებს იმის შანსს და საშუალებას, რომ ვიღაც დააბულინგოს, ვიღაცას დაემუქროს, მითუმეტეს დასაჭერად. წარმოიდგინეთ ხელისუფლებაში ეს ადამიანი რომ იყო, ამ მუქარებს და მრუდე სურვილებს როგორი წარმატებით ასრულებდა", - აცხადებს მათიკაშვილი.
„იმედის კვირამ" მიხეილ სააკაშვილის მედდასთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა. მედდა განმარტავს, თუ როგორ ძალადობს ექსპრეზიდენტი „ვივამედის" სამედიცინო პერსონალზე.