რეზონანსი
31.01.2023

ჩვენთვის სასარგებლო რეზულტატი არ უნდა იყოს განმსაზღვრელი იმისა, პარტიაში ვიქნებით თუ არა,- ამის შესახებ პარტია „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ბაჩო დოლიძემ განაცხადა.

„დიდი იმედი მაქვს, რომ ლევანის გამარჯვება არ გახდება პარტიიდან გადინების მიზეზი, ეს არ უნდა დავუშვათ. პარტიის შიგნით დემოკრატიის თამასა სწორედ ამით განისაზღვრება. ჩვენთვის სასარგებლო რეზულტატი არ უნდა იყოს განმსაზღვრელი იმისა, პარტიაში ვიქნებით თუ არა. ბრძოლა ჯანსაღი უნდა იყოს და პოზიციებს სჭირდება გამაგრება",- აღნიშნა დოლიძემ.

„ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის არჩევნებში ლევან ხაბეიშვილმა გაიმარჯვა. მან ხმების 52.58% მიიღო.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×