რეზონანსი
31.01.2023

საზეიმო არავის არაფერი გვაქვს. გვაქვს უდიდესი პასუხისმგებლობა, რაც ითვალისწინებს იმას, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე, ჯანმრთელობა და მისი ჰუმანიტარული მიზნით საზღვარგარეთ გადაყვანა უზრუნველვყოთ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" ახლად არჩეული თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის წარმომადგენელმა, ლაშა ფარულავამ განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ" თავმჯდომარეობის არჩევნებით, „ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აჩვენა და მოქალაქეთა პოლიტიკურმა გაერთიანებამ დემოკრატიულობის ტესტი ჩააბარა".

„პირველივე ტურში ლევან ხაბეიშვილმა მყარი უპირატესობით გაიმარჯვა, თუმცა აქ არავინ აპირებს ზეიმის მოწყობას. ჩვენ ვაპირებ მოქმედებას და ბრძოლას მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლისთვის, ჯანმრთელობისთვის და მათ შორის, ჰუმანიტარული მიზნით გადაყვანისთვის. გვექნება მათ შორის, კონკრეტული მოქმედებები, შესაბამისად, როდესაც ქვეყანაში აი, ეს იქნება გარანტირებული - მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე და ჯანმრთელობა იქნება გადარჩენილი და ის იქნება თავისუფლებაზე, როდესაც საქართველოს კეთილსინდისიერ მოქალაქეს ევროპული პერსპექტივის რეალიზების კონკრეტულ ნაბიჯებს ვანახებთ, როდესაც ემიგრანტებს გაუჩნდებათ იმედი, რომ დაბრუნდებიან ქვეყანაში და როდესაც დებიძინიზაცია დაიწყება, რა თქმა უნდა, ადამიანები იზეიმებენ, მაგრამ ახლა საზეიმო არავის არაფერი გვაქვს. გვაქვს უდიდესი პასუხისმგებლობა და ეს პასუხისმგებლობა ითვალისწინებს იმას, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე, ჯანმრთელობა და მისი ჰუმანიტარული მიზნით გადაყვანა უზრუნველვყოთ. ამისთვის ვაპირებთ გაერთიანებას და გაერთიანებას ვაპირებთ საქართველოს კეთილსინდისიერ მოქალაქეებთან," - განაცხადა ლაშა ფარულავამ.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×