რეზონანსი
31.01.2023

საქართველო მოწინავე ადგილზე, 41-ე ადგილზე და ძალიან ბევრ ევროპულ ქვეყანას, ევროკავშირისა და ნატოს წევრ ქვეყანას უსწრებს ამ მაჩვენებლით, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ „კორუფციის აღქმის ინდექსი 2022-ის" შეფასებისას განაცხადა.

„რეგიონში პირველ ადგილზეა და როდესაც ცდილობ ეს სურათი შეიცვალოს იმ განცხადებებით, რომელსაც არანაირი საფუძველი არა აქვს, რასაკვირველია, ეს მტრობას ნიშნავს. მტრობის გარდა, ეს უტიფრობაა. აქედან გამომდინარე, ის, რაც ეკა გიგაურმა გამოაქვეყნა, არის მცდელობა, რომ რეალური სურათი გადაფაროს", - განაცხადა ვოლსკიმ.

„ქართული ოცნების" კომუნიკაციების დეპარტამენტმა დღეს, კორუფციის აღქმის ინდექსის შესახებ განცხადება გამოაქვეყნა სადაც აღნიშნულია, რომ კორუფციის აღქმის ინდექსით საქართველო, პირველად ამ ინდექსის ისტორიაში, ევროპის საუკეთესო ოცეულშია, თუმცა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა" ცდილობს ეს მიღწევა ნეგატიურ კონტექსტში წარმოაჩინოს.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×