რეზონანსი
31.01.2023

ლევან ხაბეიშვილს პარლამენტში ყოფნის არც სურვილი და არც უნარი აქვს - ეს კაცი საპარლამენტო საქმიანობისთვის დაბადებული არ არის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების" დეპუტატმა, მიხეილ სარჯველაძემ განუცხადა.

ხაბეიშვილის შეთავაზების კომენტირებისას სარჯველაძემ აღნიშნა ისიც, რომ მას საპარლამენტო საქმიანობის არავითარი რესურსი არ გააჩნია.

„არ მგონია, სწორი იყოს, როცა დეპუტატი იმუქრება, ან სავაჭრო დისკუსიის გამართვას აპირებს დეპუტატის მანდატთან დაკავშირებით. ეს არც კეთილსინდისიერი და არც ლოგიკური საქციელია. ყველამ უნდა გაითავისოს, რომ დეპუტატის მანდატი კონკრეტულ მოვალეობას ნიშნავს და როცა ამით ვაჭრობ, ან ამაზე უარს ამბობს, ეს სწორი საქციელი არ არის. მგონი, შემოსვლა-არშემოსვლის საკითხმა დიდი გაკვეთილი მისცათ, რომ ამ საკითხზე საუბარი აღარ წამოიწყონ. შეცდომაა, როცა ამ თემაზე საუბარს იწყებენ", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, პარტია „ნაციონალური მოძრაობა" მზად არის პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლების სანაცვლოდ არათუ პარლამენტი, არამედ საკრებულოებიც დატოვოს. მისივე თქმით, პარტია მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებისთვის ყველაფერს ნულიდან დაიწყებს.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×