რეზონანსი
01.02.2023

„ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გამოეხმაურა საკუთარ განცხადებას მანდატების დატოვებასთან დაკავშირებით და უპასუხა კითხვას, იყო თუ არა ეს განცხადება შეთანხმებული პარტიის სხვა წევრებთან.

„თუ ვინმეს რამე გაურკვევლობა აქვს ჩემს განცხადებასთან დაკავშირებით და არის მოტივირებული, რომ ვინმეს ეკინკლაოს და ოპოზიციის ოპოზიციაში იყოს, ეს მისი საქმეა, ეს არ არის ჩემი საქმე", - აღნიშნა ხაბეიშვილმა.

ხატია დეკანოიძემ საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა, მას შემდეგ რაც პარტიის ახალმა თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ მზად არის სააკაშვილის გათავისუფლების სანაცვლოდ უარი თქვან მანდატებზე პარლამენტსა და საკრებულოებში. დეკანოიძის განცხადებით, ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს პოპულისტური პოლიტიკა, რადგან პოპულისტურ პოლიტიკას მომავალი არ აქვს არათუ პარტიაში, არამედ ზოგადად.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×