
ლევან ხაბეიშვილმა ყველას შესთავაზა საერთო თანამშრომლობა, ისინი ჩვენი გუნდის წევრები არიან და ჩვენ ერთად ვაგრძელებთ ბრძოლა,ს - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.
„გადაბარების პროცესი პირობითია, იმიტომ რომ ყველამ ყველაფერი ვიცით პარტიის ცხოვრებასა და საქმიანობაში. ურთიერთობა, სატელეფონო კომუნიკაცია გვაქვს. ერთი დღე გავიდა და ყველა ადამიანს სჭირდება დასვენება და დარწმუნებული ვარ ოფისშიც მობრუნდებიან და აქ საერთო შეხვედრები გვექნება და საერთო გადაწყვეტილებებსაც მივიღებთ", - აღნიშნა ლევან ბეჟაშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის" წევრი, გიორგი გაბელია სოციალურ ქსელში წერს, რომ ის პარტიის ფეისბუქგვერდის ადმინისტრატორობიდან ჩახსნეს. გაბელიას განმარტებით, მას დაუკავშირდა დავით კეზერაშვილის ცოლის ძმა და განუცხადა, რომ პირადად მან, 4 ადამიანი ადმინობიდან ჩახსნა.