რეზონანსი
01.02.2023

"ქართული ოცნების" წევრის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტი, რეალურად სულაც არის ისე ცუდად, როგორც ამას თავად და მისი მხარდამჭერები აცხადებენ.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის მხრიდან სიცრუის ტირაჟირება გრძელდება.

"გუშინ როდესაც ხაბეიშვილმა გაასაჯაროვა სააკაშვილის წერილი, ამაზე "ნაციონალური მოძრაობის" გარკვეულ წარმომადგენლებს ძალიან მძიმე რეაქცია ჰქონდათ, ვინაიდან, ფაქტობრივად, კალიგრაფიით გამოიკვეთა, რომ სინამდვილეში ეს ადამიანი არც ისე ცუდად არის, როგორც ამის დახატვა უნდათ მის მხარდამჭერებს.

დღეს როდესაც ამ ადამიანმა, პალატის პატიმარმა თქვა, რომ სურს ჩაერთოს სასამართლო პროცესზე, კიდევ ერთი აღიარებაა, რომ რეანიმაციებზე საუბარი არის მხოლოდ მოგონილი და ხელოვნური, და მას სინამდვილესთან არაფერი საერთო არ გააჩნია. ასეთი სიცრუის ტირაჟირებით არიან დაკავებულები ეს ადამიანები, მაგრამ ფაქტია, რომ ამ სიცრუის გამოაშკარავებაც ძალიან მარტივად ხდება," - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ამასთან, "ხალხის ძალის" ერთ-ერთი დამფუძნებლის, გურამ მაჭარაშვილის შეფასებით, სასჯელისგან თავის არიდების მიზნით, მიხეილ სააკაშვილი აგრძელებს საკუთარი ჯანმრთელობით სიმულირებას.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით საკუთარ სასამართლო პროცესს კლინიკა "ვივამედიდან" დისტანციურად ​ჩაერთო.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×