რეზონანსი
01.02.2023

ჩუბინაშვილის კვლევითი ცენტრის თანამშრომლებს შორის გელათის მონასტერთან დაკავშირებით პოზიციები ორად იყოფა, მეცნიერების ნაწილი ჩუბინაშვილის სამეცნიერო ცენტრის საბჭოს თავმჯდომარეს უპირისპირდება და აცხადებს, რომ მათ შორის კომუნიკაცია ვერ შედგა, რის გამოც საბჭოს თავმჯდომარე დოკუმენტაციის საბოლოო ვარიანტის შემუშავებაში ვერ ჩაერთო. კომუნიკაციის ნაკლებობაზე საუბრობს საბჭოს თავმჯდომარეც.

ჩუბინაშვილის ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, მარიამ გაჩეჩილაძე აცხადებს, რომ არსებული სიტუაცია არშემდგარი კომუნიკაციის ბრალია და კეთილგანწყობილი კომუნიკაციის შემთხვევაში ყველაფერი დალაგდება.

"საკმაოდ მძიმე გამოხმაურება იყო, მაგრამ მე მაინც ვიტოვებ იმედს რომ ეს არის მხოლოდ არშემდგარი კომუნიკაციის ბრალი. კომუნიკაცია როგორც კი შედგება ისე როგორც მხოლოდ კეთილგანწყობილი და მხოლოდ საქმეზე ორიენტირებული - აუცილებლად დალაგდება ყველაფერი.

ის რომ საბჭოს თავმჯდომარე არ იყო პროცესში ჩართული, მოხდა წმინდა წყლის გაუგებრობის შედეგად. ბოლო ფინალში, როდესაც წავიკითხეთ დასკვნა, მაშინ ქალბატონი მარიანა არ ესწრებოდა. ჯერ ერთი, გამოცდა ჰქონდა სტუდენტებთან და თანაც რატომღაც მოხდა ისე რომ ელექტრონული შეტყობინება ვერ მიიღო," - განაცხადა გაჩეჩილაძემ.

ჩუბინაშვილის ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, მარიანა ოკლეი მიიჩნევს, რომ მის მიერ საბჭოს სხდომის შესახებ ინფორმაციის ვერ მიღება ტექნიკური მიზეზებიდან შეიძლება გამომდინარეობდეს.

"შეტყობინება რომ მოსულიყო წინასწარ, მე იმ დღეს მქონდა გამოცდა, მე იმ გამოცდას გადავიტანდი და მოვიდოდი. მთელი ამ დროის განმავლობაში მე ვიყავი ჩართული იმაში რომ ასეთი დოკუმენტი მზადდება, მე ვიცოდი რომ ისინი უნდა წასულიყვნენ ძეგლზე, ყოველ შემთხვევაში შეტყობინება მქონდა ამის შესახებ, ამიტომაც ჩემთვის ახალი არ არის. უბრალოდ, ბოლო საფეხურზე მოხდა ისე, რომ როდესაც ჩაინიშნა საბჭო, რაღაცნაირად, ალბათ გარკვეული მიზეზების გამო, შესაძლოა ტექნიკური მიზეზების გამო ჩემამდე ეს ინფორმაცია არ მოვიდა," - ამბობს ოკლეი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×