რეზონანსი
01.02.2023

გიორგი ვოლსკიმ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე გააკეთა კომენტარი. პარლამენტის ვიცე-სპიკერი ექსპრეზიდენტის მხრიდან პიარ-თაღლითობაზე საუბრობს.

„როგორ შეიძლება მკურნალობასთან დაკავშირებით ყველაფერი სწორად მიმდინარეობდეს, როდესაც მთავარი ექიმი აცხადებს, რომ პაციენტი უარს აცხადებს მკურნალობაზე. მეტიც, ექსპერტიზაზე აცხადებს უარს. უფრო მეტიც, კუჭის რეზექცია აქვს გაკეთებული. უფრო მეტიც, უკვე რამდენიმე დღეა შიმშილობს. ეს ყველაფერი იკრიბება ერთ დიდ კალათში, რომელსაც პიარ-თაღლითობა ჰქვია, რაშიც უშველებელი თანხაა გადახდილი" - განაცხადა ვოლსკიმ.

მიხეილ სააკაშვილის გუშინდელი მოთხოვნა, რომ ის რეანიმაციულ განყოფილებაში გადაეყვანათ, დღეს სასამართლოში დისტანციურად ჩართვის მოთხოვნით შეიცვალა. თუკი ბოლო ორი დღის განმავლობაში პატიმარი ექსპრეზიდენტის გარემოცვა, მის დამძიმებულ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობდა, დღეს აღმოჩნდა, რომ სააკაშვილს სასამართლოზე დასწრების შესაძლებლობა აქვს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×