რეზონანსი
01.02.2023

23 წლის დი­ა­ნა ზოიძე ყო­ფილ მე­უღ­ლეს, დე­დამ­თილ­სა და მა­მამ­თილს ოჯა­ხურ ძა­ლა­დო­ბა­სა და თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს. ახალ­გაზ­რდა ქალი ყვე­ბა, რომ 8 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ოჯა­ხის წევ­რე­ბი მას­ზე ფი­ზი­კუ­რად, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად ძა­ლა­დობ­დნენ და ჩად­რის ტა­რე­ბას აი­ძუ­ლებ­დნენ.

"2014 წლის დე­კემ­ბერ­ში გავ­თხოვ­დი, არას­რულ­წლო­ვა­ნი ვი­ყა­ვი, რის გა­მოც ჩემს მე­უღ­ლეს - რო­ლანდ მა­ხა­რა­ძეს პი­რო­ბი­თი სას­ჯე­ლიც ჰქონ­და. ჩემი მა­მამ­თი­ლი და­მე­მუქ­რა, მის შვილს თუ ვუ­ჩივ­ლებ­დი, მათ მიერ შე­თხზულ ჩვე­ნე­ბას თუ არ მოვ­ყვე­ბო­დი, ჩემს მცი­რე­წლო­ვან ბავ­შვს წა­მარ­თმევ­დნენ (ბარ­ბა­რე იმ­ხა­ნად რამ­დე­ნი­მე კვი­რის იყო). სა­ა­ვად­მყო­ფო­დან გა­მო­წე­რის შემ­დეგ, დაგ­ვი­ბა­რეს პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში. დე­დამ­თილ-მა­მამ­თილს ჩვე­ნე­ბა­ში და­უ­წე­რია, რომ თით­ქოს მე და ჩემს მე­უღ­ლეს ქორ­წი­ნე­ბამ­დე გვქონ­და სექ­სუ­ა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა, რომ ვი­ყა­ვი მრუ­ში, დავ­რჩი ორ­სუ­ლად და მათ­მა შვილ­მა ამი­ტომ წა­მიყ­ვა­ნა ცო­ლად - ყვე­ლა­ფე­რი თა­ვის სა­სარ­გებ­ლოდ და­წე­რეს და შე­კე­რეს, რაც მტკნა­რი სიც­რუ­ეა.

ერთი კვი­რის შე­სუ­ლი არ ვი­ყა­ვი ოჯახ­ში, როცა ჩემი ქმა­რი ფი­ზი­კუ­რად შე­მე­ხო. მერე მის­მა დედ-მა­მამ გა­აგ­რძე­ლა ჩემ­ზე ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ზე­წო­ლა. წლე­ბი გრძელ­დე­ბო­და ჩემი რო­გორც ფი­ზი­კუ­რი, ისე - ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ძა­ლა­დო­ბა. მინ­დო­და, ჩემი მშობ­ლე­ბის­თვის შე­მე­ჩივ­ლა ჩემი მდგო­მა­რე­ო­ბა, თუმ­ცა მა­შან­ტა­ჟებ­დნენ - მშობ­ლებ­თან რა­მეს თუ იტყვი, ბავ­შვებს წა­გარ­თმევთ და ვე­ღა­რას­დროს ნა­ხა­ვო.

8 წელ­ში სამი შვი­ლი შე­მე­ძი­ნა. ალ­ბათ გა­გიკ­ვირ­დე­ბათ, ასეთ მო­ძა­ლა­დეს­თან სამი შვი­ლი რამ გა­გა­ჩე­ნი­ნაო, მაგ­რამ სხვა გზა არ მქონ­და. მათ ოჯახ­ში რომ შე­ვე­დი, გარ­კვე­უ­ლი დრო­ის შემ­დეგ, ჩად­რის და შე­სა­ბა­მი­სი სა­მო­სის ტა­რე­ბა და­მა­ძა­ლეს. თა­ვი­დან მე­გო­ნა, მე­ხუმ­რე­ბი­ან-მეთ­ქი, მაგ­რამ საქ­მე ისე წა­ვი­და, მა­ი­ძუ­ლეს თავ­ზე და­მე­ხუ­რა, რად­გან „ვალ­დე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი“. ჩად­რის მოხ­დის უფ­ლე­ბა სახ­ლშიც კი არ მქონ­და. თვი­თონ ქო­ბუ­ლე­თი­დან ვარ, ჩო­ლო­ქ­ში ვცხოვ­რობ­დი და ეს ძა­ლი­ან მიკ­ვირ­და. ქმარს თუ რა­მეს შევ­ჩივ­ლებ­დი, იქეთ მლან­ძღავ­და და მე­უბ­ნე­ბო­და, რომ ყვე­ლა­ფე­რი ჩემი ბრა­ლი იყო, ჩემს გამო მშობ­ლებს კარ­გავ­და და ჩემ­გან არაფ­რის გა­გო­ნე­ბა აღარ უნ­დო­და.

საქ­მე იქამ­დე მი­ვი­და, რომ იძუ­ლე­ბუ­ლი გავ­ხდი, მათ­გან თა­ვის და­საღ­წე­ვად აივ­ნი­დან გად­მოვმხტა­რი­ყა­ვი, 17მ სი­მაღ­ლი­დან. სამ­წუ­ხა­როდ, მქონ­და სუ­ი­ცი­დის მცდე­ლო­ბა, ვი­ნა­ი­დან ამ­დე­ნი შე­უ­რა­ცხყო­ფა და ტკი­ვი­ლი, გა­მუდ­მე­ბუ­ლი დამ­ცი­რე­ბა, და­ცინ­ვა, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ზე­წო­ლა, მუ­ქა­რა და შან­ტა­ჟი ჩემ­თვის გა­უ­საძ­ლი­სი გახ­და, ძა­ლი­ან შე­ტო­პეს და იძუ­ლე­ბუ­ლი გავ­ხდი, ეს ნა­ბი­ჯი გა­და­მედ­გა.

აივ­ნი­დან გად­მოხ­ტო­მის შე­დე­გად ხერ­ხემ­ლის მე-5 მალა გა­მი­ტყდა, გა­მი­კეთ­და ოპე­რა­ცია... მად­ლო­ბა უფალს და იმ ექი­მებს, ვინც ფეხ­ზე და­მა­ყე­ნეს. 3 თვე ლო­გინს ვი­ყა­ვი მი­ჯაჭ­ვუ­ლი, ნელ-ნელა და­ვი­წყე სი­ა­რუ­ლი და სა­დღაც ოთხი თვის მერე, კორ­სე­ტით და გა­მა­ყუ­ჩებ­ლე­ბით ავე­დი ჩემს შვი­ლებ­თან, ისიც, დიდი ჩხუ­ბით. მა­ნამ­დე მათ ყველ­გან დამ­ბლო­კეს, ბავ­შვებს ჩემი ნო­მე­რი და­უბ­ლო­კეს, რომ არ ეკონ­ტაქ­ტათ. არა­და, ჩემი შვი­ლე­ბი ამ­დე­ნი თვე არ მე­ნა­ხა, არ ვი­ცო­დი, რას ჭამ­დნენ, რას სვამ­დნენ, რო­გორ იძი­ნებ­დნენ და ცხოვ­რობ­დნენ, არა­ნა­ი­რი ინ­ფორ­მა­ცია არ მქონ­და, არც არა­ვის მო­ვუ­კი­თხი­ვარ, რაც სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ჩა­მო­მიყ­ვა­ნეს და დამ­ტო­ვეს, მას მერე აღარ ვარ­სე­ბობ­დი. ბო­ლოს, ბავ­შვე­ბის ნახ­ვის ნება კი დამ­რთეს, მაგ­რამ წაყ­ვა­ნა­ზე ხე­ლე­ბი გა­ა­სავ­სა­ვეს. ვთხოვ­დი, 1 კვი­რით მა­ინც გა­მა­ტა­ნეთ ჩემ­თან (ჩემი მშობ­ლე­ბის სახ­ლში ვი­ყა­ვი), ძა­ლი­ან მო­მე­ნატ­რა შვი­ლე­ბი-მეთ­ქი, მა­ინც არ გა­მა­ტა­ნეს, ბო­ლოს პო­ლი­ცია, ად­ვო­კა­ტი ჩავ­რთეთ და ჩემ­სას მი­ვაღ­წიე.

რაც შე­ე­ხე­ბა ჩემს ქმარს, მის­თვის ჩვენ არ გვი­ჩივ­ლია, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში რომ შე­მიყ­ვა­ნეს დიდი მო­ტე­ხი­ლო­ბე­ბით, ექი­მებ­მა მი­მარ­თეს პო­ლი­ცი­ას და საქ­მე აღიძ­რა ძა­ლა­დო­ბის მუხ­ლით", - უთხრა "ამბებს" დიანა ზოიძემ.

ambebi.ge

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×