რეზონანსი
01.02.2023

ჩვენ გვაბრალებენ, თითქოს სახელმწიფომ ვინმე აწამა და მიხეილ სააკაშვილის დაავადებები ამ წამების შედეგად ჩამოყალიბდა, რაც არანაირ მტკიცებულებას არ ეფუძნება, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.

როგორც მან იუსტიციის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, სასჯელის აღსრულების პროცედურა საქართველოს კანონმდებლობითაა გაწერილი და ის ადამიანთა უფლებების უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაშია.

„ქართული სამართლის სისტემა ევროპულ სტანდარტებთან ძალიან ახლოსაა. ჩვენ არაერთი საერთაშორისო ხელშეკრულების მხარე ვართ. ევროპული ინტეგრაციის კუთხითაც, კერძოდ, სამართლის ჰარმონიზაციას ვგულისხმობ, მოწინავეები ვართ.

ერთი რამ აუცილებლად უნდა ვთქვათ - სასჯელის აღსრულების პროცედურა საქართველოს კანონმდებლობითაა გაწერილი და ის ადამიანთა უფლებების უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაშია. ჩვენ მხოლოდ ქართული კანონმდებლობის ფარგლებში ვმოქმედებთ და მოწოდებებით ვერ ვიმოქმედებთ. თუ მოწოდებებსაა და განცხადებებს მივყვებით, ჩვენ სამართლიანი სახელმწიფო ვერ ვიქნებით.

ჩვენ გვაბრალებენ, თითქოს სახელმწიფომ ვინმე აწამა და მიხეილ სააკაშვილის დაავადებები ამ წამების შედეგად ჩამოყალიბდა. ეს არანაირ მტკიცებულებას არ ეფუძნება. მით უმეტეს, ექსპერტმა, რომელიც ამბობს, რომ ვინმე აწამეს, უნდა იცოდეს, რომ საქართველოში ექსპერტიზა კანონმდებლობას ეფუძნება და ის მსგავს განცხადებებს არ ითვალისწინებს", - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×