რეზონანსი
01.02.2023

ხაბეიშვილის განცხადება ემოციური ნათქვამი იყო და ვფიქრობ, ყველამ გაიგო, რაზე იყო საუბარი: მზად ვართ ყველაფრისთვის, თუკი რამე უნდათ, ოღონდ მიშა გაათავისუფლონ , - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ბარამიძემ პარტიის თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე საუბრისას ისაუბრა, სადაც ხაბეიშვილმა თქვა, რომ სააკაშვილის თავისუფლების სანაცვლოდ, სთავაზობენ რუსულ ოცნებას, პარლამენტიდან, საკრებულოებიდან გასვლას.

როგორც გიორგი ბარამიძემ „პალიტრანიუსის" გადაცემა „360 გრადუსში" განაცხადა, ყველას აღნიშნული პათოსი აქვს.

„პათოსი იყო ეს, თორემ ბუნებრივია, თუ მიშა არ გამოუშვეს, მაშინ უნდა გამოვიდეთ პარლამენტიდან და მაშინ უნდა გამოვუცხადოთ სრული ბოიკოტი, რაც, ჩემი აზრით, იმთავითვე უნდა გაგვეკეთებინა და ეს პოლიტიკური წნეხი იმთავითვე უნდა გვქონოდა.

ცხადია, რომ ჩვენ გულხელდაკრეფილები ვერ ვიქნებით, აქედანაა ეს პათოსიც, თითოეული ჩვენგანის. ცოტა ხნის წინ დასრულდა არჩევნები და ოთხი კანდიდატიდან, ვისი წარმომადგენელი და მხარდამჭერიც არ უნდა იყოს, ყველას ეს პათოსი გვაქვს, ზოგი ასე გამოხატავს, ზოგი - ისე. ასეთი დამოკიდებულება გვაქვს, ყველაფრისთვის ვართ მზად, ოღონდ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე გადარჩეს", - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

კითხვაზე, ხედავთ თუ არა თქვე თავს პოლიტიკურ საბჭოში ლევან ხაბეიშვილის ხელმძღვანელობით, გიორგი ბარამიძე პასუხობს, რომ ის პოლიტიკურ საბჭოში საკუთარ თავს, რა თქმა უნდა მოიაზრებს.

„რა თქმა უნდა, პოლიტიკურ საბჭოში მოვიაზრებ თავს. ლევან ხაბეიშვილის ხელმძღვანელობით მუშაობს პარტია, რომლის მთავარი ლიდერია მიხეილ სააკაშვილი. ხალხმა გამოხატა თავისი პოზიცია, თავისი ნება და კანდიდატებმა ღირსეულად მიულოცეს გამარჯვება. ახლა ჩვენი ამოცანაა კონსოლიდაცია, რისი მოვალეობაც აქვს ლევანს, მან ამას უნდა გაართვას თავი თავის უფლებამოსილების ჩარჩოებში, ის არ არის დიქტატორი პარტიაში. ბუნებრივია, იმ გადანაწილებული როლებით, რაც არის პარტიის წესდებიდან გამომიდინარე, ყველანი მივიღებთ ამ პროცესში მონაწილეობას", - განაცხადა გიორგი ბარამიძემ

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×