
ცდილობენ, გადაფარონ ყველაფერი, მაგრამ ფაქტი ჩვენს სასარგებლოდაა, მათ მხარეს კი მხოლოდ დეზინფორმაცია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატიო იონათამიშვილმა რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.
„ცხადია, როდესაც პოზიტივი ხდება, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები განსაკუთრებით შეშინებული არიან ამით და ცდილობენ, რაიმე გზებით გადაფარონ ეს ყველაფერი, მაგრამ ფაქტი არის ჩვენს სასარგებლოდ. მათ მხარეს კი მხოლოდ დეზინფორმაციაა. შესაბამისად, ცხადია, სიმართლე ყოველთვის იქნება და მხარდაჭერაც დამსახურებულად მოპოვებული", - იონათამიშვილი.
ქართული ოპოზიციის ნაწილი: სერგი კაპანაძე, თორნიკე გორდაძე და ზურაბ ჭიაბერაშვილი, შვედეთში იმყოფებიან, სადაც მაკა ბოჭორიშვილი მნიშვნელოვან შეხვედრებს მართავს. შეხვედრები ოპოზიციას ევროინტეგრაციის საკითხთან დაკავშირებით აქვთ, თუმცა მმართველი გუნდისგან მათი პათოსი განსხვავებულია. ოპოზიციონერების მტკიცებით, საქართველო კანდიდატის სტატუსის მისაღებად ხელშესახებს არაფერს აკეთებს.