რეზონანსი
02.02.2023

6 წლიანი პატიმრობა 69 წლის ქალს, რომელმაც მეზობელს თავში ქვა ჩაარტყა, შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა - ნაფიცმა მსაჯულებმა 6 საათიანი მსჯელობის შემდეგ ვერდიქტი გამოაცხადეს.

დაპირისპირება მეზობლებს შორის სარწყავი წყლის გამო დაიწყო, ქალმა 33 წლის მამაკაცს დაზიანება მიაყენა, ოპერაციის შემდეგ, მამაკაცი გარდაიცვალა.

გამოძიება ბრალდებულს სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას ედავება, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. გარდაცვლილის ახლობლები მუხლის დამძიმებას ითხოვდნენ, თუმცა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

დასკვნით პროცესზე ბრალდებულმა ქალმა თქვა, რომ ქვის ჩარტყმის მომენტი საერთოდ არ ახსოვს, ახსოვს მანამდე განვითარებული მოვლენები, როცა გარდაცვლილმა მამაკაცმა მის შვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

საუბარია 2022 წლის 10 ივლისს, სოფელ კარბში მომხდარ დანაშაულზე, რა დროსაც ესტაფაშვილმა შურისძიების მოტივით, 33 წლის ლევან გვიმრაძეს ქვა ესროლა. მიღებული დაზიანების შედეგად, დაზარალებული რამდენიმე დღეში საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×