რეზონანსი
02.02.2023

ორი კვირის წინ ვთქვით, რომ საფრთხე იყო, ოქროს მოწმე მიხეილ სააკაშვილი არ უნდა ალაპარაკებულიყო და უცხოეთში მის პატრონებს არ უნდა ჰქონოდათ განცდა, რომ გარკვეული სახის კარტებს გახსნიდა. რამდენიმე დღის წინ, სააკაშვილმა პირველი კარტი გახსნა „შპიგელთან" ინტერვიუში, თქვა, რომ საქართველოში საკუთარი ინიციატივით არ ჩამოსულა და რუსეთის ჩანერგილმა აგენტებმა ჩამოიყვანეს, - ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის" წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, „როგორც ჩანს, სააკაშვილის პატრონები ამ განცხადებებმა შეაშფოთა და რეაქციებიც ამას მოჰყვა".

„ევროპარლამენტში გამართეს დებატები თითქოს, სააკაშვილის ჯანმრთელობაზე. სამწუხაროდ, რამდენიმე ევროპარლამენტარი დაკავებულია სწორედ არაკანონიერი ლობიზმის გამო. როგორც ჩანს, სააკაშვილს მანამდეც და ოპოზიციაში ყოფნის დროსაც ჰქონდა არაკანონიერი გარიგებები, მათ შორის შეიძლება, ევროპარლამენტარებთან. მისმა პატრონებმა არ დააყოვნეს რეაქცია, რადგან არ სურთ, ოქროს მოწმე ალაპარაკდეს. სააკაშვილმა გაცილებით მეტი იცის, ვიდრე მან აქამდე თქვა. ყველა ლობისტი, რომელიც აცხადებს, რომ სააკაშვილი დაუყონებლივ უნდა გათავისუფლდეს, ბუნებრივია, ამ სქემაში ჯდება. ვისაც უნდა, სააკაშვილის სასჯელისგან არიდება მოხდეს უკანონოდ, ისინი არიან სააკაშვილის პატრონები. სააკაშვილი რუსულ აგენტებში ვის გულისხმობდა, მათ უნდა ჰკითხოთ. სააკაშვილმა კარტების გახსნა დაიწყო, რაც მისი პატრონებისა და ევროპარლამენტარების ინტერესებში არ შედის. ეს სააკაშვილისგან პირველი ნაბიჯია და მის პატრონებს რა გარანტია აქვთ, რომ არ დაასახელებს მათ, ვისთანაც იყო გარიგებული? ევროპარლამენტარები რისთვის არიან დაკავებული? დაკავებული არიან არაკანონიერი ლობიზმისთვის", - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×