რეზონანსი
02.02.2023

როგოც იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ გადაცემაში „იმედი LIVE" განაცხადა, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობს საქართველოს, როგორც სამართლებრივი სახელმწიფოს წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანია რადიკალური ოპიზიციის მხრიდან, რომელიც მიზნად ისახავს ერთადერთ რამეს - საქართველო წარმოჩინდეს უსამართლო სახელწმიფოდ, რის უფლებასაც ვერავის მივცემთ და ყოველთვის შევეცდებით დავიცვათ საქართველოს სახელმწიფო ინტერესები.

„2 დღის განმავლობაში უწყვეტად მიმდინარეობდა კამპანია, რომელიც მიზნად ისახავდა მიხეილ სააკაშვილის რეანიმაციაში გადაყვანას. ეს არის შეგნებული ნაბიჯები, რომელიც იდგმება იმისთვის, რომ საზოგადოებაში ამ ადამიანის ჯანმრთელობის გარშემო შეიქმნას მცდარი წარმოდგენები, ხელოვნურად მოხდეს აღქმების კიდევ უფრო გამძაფრება და საბოლო ჯამში, მოპოვებული იყოს თავისუფლება თვითდაზიანების გზით", - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×