რეზონანსი
04.02.2023

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ალუდა ღუდუშური გამოცემა Atlantic-ში გამოქვეყნებულ სტატიას აფასებს, რომელშიც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზეა საუბარი.

„ეს სტატია კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, რომ აღნიშნული პირები აქვს კონტაქტები და ურთიერთობა როგორც სააკაშვილთან, ასევე მის ახლო გარემოცვასთან. ამ სტატიის ავტორის მეუღლე არის სააკაშვილთან მჭიდროდ დაახლოებული პირი, ამიტომ ამ ინფორმაციას საერთო არაფერი აქვს ობიექტურობასთან. მათი მიზანი, საერთო სურათს თუ შევხედავთ, არის ერთადერთი, რომ როგორმე სააკაშვილს აარიდონ სამართლიანი სასჯელი“, - აცხადებს ალუდა ღუდუშაური.

გამოცემა Atlantic-მა გამოქვეყნა სტატია სათაურით „სააკაშვილის ნელი მკვლელობა“. სტატიის ავტორი, ექსპრეზიდენტის მეგობრის, ევროპარლამენტის წევრის, რადოსლავ სიკორსკის მეუღლე, ენ ეფლბაუმია. ის აღწერს მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას, როგორც მძიმეს და შემაშფოთებელს, რაშიც ავტორი ბრალს საქართველოს ხელისუფლებას სდებს. ავტორი საუბრობს სააკაშვილის მოწამვლაზე და ტრავმებზე, რომელიც მას ციხეში მიაყენეს. ამავე სტატიაში ეფლბაუმი მიხეილ სააკაშვილს ადარებს სერგეი მაგნიტსკის და ალექსეი ნავალნის.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×