რეზონანსი
04.02.2023

ტელეკომპანია „ფორმულას" საინფორმაციო სამსახურის 25-მდე ოპერატორი გაათავისუფლეს.

ოპერატორები 31 იანვარს ხელფასის გაზრდის მოთხოვნით სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე უარი განაცხადეს.

არხის მენეჯმენტსა და კომპანიის თანამშრომლებს შორის შეხვედრა დღეს, 3 თებერვალს შედგა.

გათავისუფლებული თანამშრომლები აცხადებენ, რომ პრობლემის მოგვარების სანაცვლოდ, მიიღეს დამამცირებელი დამოკიდებულება და კატეგორიული უარი პირობების გაუმჯობესებაზე.

მათი თქმით, შედეგად, პროტესტის ფორმად გაფიცვა აირჩიეს.

ოპერატორები ამბობენ, რომ არხის მენეჯმენტს კომპრომისული ვარიანტი დღესაც შესთავაზეს, რაც ხელფასის მომატების რამდენიმე თვეზე განაწილებას გულისხმობდა, თუმცა, როგორც აღნიშნავენ, კომპანიამ ეს შეთავაზება უპასუხოდ დატოვა.

ისინი კონსულტაციის შემდეგ აპირებენ, სახალხო დამცველსა და სასამართლოს მიმართონ.

წყარო: On.ge

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×