რეზონანსი
04.02.2023

დასავლეთი რატომ გვინდა? კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების დაცვის, განვითარების გამო, მაგრამ ვხედავთ ადამიანებს ევროპარლამენტიდან, რომელთაც სირცხვილის გრძნობა არ აქვთ, - განაცხადა „ხალხის ძალის" ერთ-ერთმა ლიდერმა, მიხეილ ყაველაშვილმა.

მისივე თქმით, ზეწოლა, რომელსაც დასავლეთში მოქმედი გარკვეული ძალები, სააკაშვილთან დაკავშირებული დეზინფორმაციის გავრცელებით ცდილობენ, ქართულ საზოგადოებას კიდევ უფრო აძლიერებს.

„იმის ნაცვლად, რომ ქვეყანა სამართლიანობის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებებით შეფასდეს, რას გვახვევენ თავს? - კანონი და კონსტიტუცია დაარღვიეთ და მიხეილ სააკაშვილი გაათავისუფლეთო! არც კი გვეკითხებიან, საქართველოს ოფიციოზსაც არ უსვამენ კითხვებს, სიმართლეა თუ არა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული ინფორმაცია. ზელენსკი, რომელიც ამხელა ომშია ჩართული და რომელსაც მთელი მსოფლიო შესცქერის, შეჩეჩებული ფოტოებით ცდილობს საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლას. წარმოიდგინეთ, ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ერი რას ვუძლებთ! ეს ადამიანები ვერ ხვდებიან, რომ ასეთი ზეწოლა ჩვენ უფრო გვაძლიერებს," - აღნიშნავნა მიხეილ ყაველაშვილმა „დიდ გადაცემაში" სტუმრობისას.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×