რეზონანსი
04.02.2023

ჩვენ, ჩვენი პროექტებით ვავითარებთ წარმოებას როგორც პირველად, ისე გადამამუშავებელს და მეორე მხრივ, ხელს ვუწყობთ წარმოებული პროდუქციის გატანას ბაზარზე, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა „ქრონიკაში" განაცხადა.

„პროდუქციის საერთაშორისო ბაზრებზე გატანა არის ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი. საექსპორტო პოტენციალი ჩვენს ქვეყანას აქვს ძალიან დიდი. ჩვენ, 2023 წელს გვაქვს 16 მილიონი ლარი ხელშეწყობის მიზნებისთვის. ასეთი ხელშეწყობისთვის მიმდინარე წლის დასაწყისი იყო წარმატებული. ბევრი, პირდაპირი კონტაქტი დამყარდა ევროკავშირის ქვეყნების მინისტრებთან. ის აღიარება, რომელიც შემდგომ ევროპის ქვეყნების პრესასა და ტელევიზიაში მოჰყვა, არის გამოფენების შედეგი", - აღნიშნა გიორგი ხანიშვილმა.

ბერლინში, სოფლის მეურნეობისა და მებაღეობის მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენაში, „მწვანე კვირეული 2023" 16-მა ქართულმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×