რეზონანსი
05.02.2023

ჩვენ არ გვაქვს უფლება ვაწამოთ და მოვკლათ სააკაშვილი - ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა Deutche Welle-სთან განაცხადა.

მარგველაშვილის თქმით, საქართველოს მთავრობა, რომელიც ძალიან ძლიერად არის დამოკიდებული რუსეთზე, ძირითადად, ახორციელებს იმ საფრთხეს, რომელიც პუტინმა წლების წინ დაიწყო.

"რამდენიმე კომპეტენტური დამოუკიდებელი კომისია, მათ შორის, აშშ, აკვირდება მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას და ყველამ განაცხადა, რომ მას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს. პრობლემები, რომლებიც ვერ გადაიჭრება, თუ ის დარჩება პატიმრობაში. ისინი ცალსახად აცხადებენ, რომ მას სხეულში აქვს მეტალები, რაც აჩვენებს, რომ ის შესაძლოა, მოწამლული ყოფილიყო. ეს ყველაფერი განაპირობებს მისი ციხიდან გაყვანის და ნორმალური მოპყრობის აუცილებლობას.

მთელი ჩემი პოლიტიკური კარიერის განმავლობაში კრიტიკული ვიყავი მის მიმართ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს ის დეტალებია, რაც უნდა გავითვალისწინოთ. ის, შეიძლება რაღაცას აკეთებს არასწორად ან იყო რაღაცები, რაც მან დაარღვია, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს უფლება ვაწამოთ და მოვკლათ ის. ჩვენ უნდა დავიცვათ ადამიანის სიცოცხლე, არ აქვს მნიშვნელობა, მოგწონთ ის პოლიტიკურად თუ არა. მე ვფიქრობ, ეს არის ძალიან ძლიერი ზიანი ჩვენი ეროვნული იდენტობის. საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომელსაც თავს დაესხა რუსული აგრესია, ახალი აგრესიული პოლიტიკით, რომელიც პუტინმა, ძირითადად, 2007 წელს გამოაცხადა, ჩვენ ვიყავით პირველი მსხვერპლი. სააკაშვილი პუტინის აგრესიას დაუდგა, ახლა კი, საქართველოს მთავრობა, რომელიც ძალიან ძლიერად არის დამოკიდებული რუსეთზე, ძირითადად, ახორციელებს იმ საფრთხეს, რომელიც პუტინმა წლების წინ დაიწყო" , - აღნიშნა მარგველაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×