რეზონანსი
05.02.2023

„ხალხის ძალის" წევრი თამთა მეგრელიშვილი გიული ალასანიას განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის დედა მზადაა თავისი შვილის სამართლისაგან გამოსახსნელად ყველა ანტისახელმწიფოებრივ ქმედებაში ჩაერთოს.

„ყოფილი ნაპრეზიდენტალის პოლიტიკურ ისტერიკებს "ნაციონალური მოძრაობის" ამ ძალადობისაკენ მიდრეკილი ექსტრემისტების საყოველთაო აგრესიული ტონალობა ერთვის თან. ეს პათოლოგიური საზოგადოება ინტელექტუალური რეგრესის პირობებში ანტისახელმწიფოებრივ, ანტიკონსტიტუციურ მოწოდებებზე გადავიდა. პოლიტიკური კურთხევა დედა დედოფალმა, გიული ალასანიამ უკვე გასცა - ის მზადაა მიხეილ სააკაშვილის სამართლისაგან გამოსახსნელად ჩაერთოს ყველა ანტისახელმწიფოებრივ ქმედებაში, როგორებიცაა: სამოქალაქო დაპირისპირება, რევოლუცია სახელმწიფო გადატრიალება, მასობრივი სისხლის ღვრა. "დიახ, ყველანაირი ფორმა მისაღებია" - გიული ალასანია! მინაწერი: ქალბატონო გიული, შეგახსენებთ, რომ თქვენ ცხოვრობთ სამართლებრივ სახელმწიფოში, სადაც ამგვარი მოწოდებები გნებავთ ინიციატივები ისჯება ქართული კანონმდებლობით. შეეგუეთ, რომ ქართულ მართლმსაჯულებასთან თქვენი ნაპრეზიდენტალი შვილის პოლიტიკური ისტერიკები უადგილო და უპერსპექტივოა. თქვენ წარმოიდგინეთ და კანონთან თქვენი პათოლოგიური მიდგომები დასჯადია!", - წერს მეგრელიშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×