რეზონანსი
05.02.2023

„ნაციონალური მოძრაობის" ყრილობას, სადაც ლევან ხაბეიშვილი პარტიის თავმჯდომარის პოსტს ოფიციალურად ჩაიბარებს, ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია არ ესწრება.

როგორ „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა წევრმა ანა წითლიძემ განაცხადა, აღნიშნული ფაქტი არ ნიშნავს, რომ ნიკა მელია პარტიიდან მიდის.

მისი თქმით, ნიკა მელია პარტიაში რჩება და არსად წასვლას არ აპირებს.

„ვისურვებდი, რომ ნიკა მელია იყოს ყრილობაზე. მე აქ ვხედავ ადამიანებს, ვინც ნიკა მელიას მისცეს ხმა და წარმოდგენილები არიან ყრილობაზე. ყველას უნდა ესმოდეს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რომ ეს პარტია არ არის კონკრეტული ადამიანის სახელი და გვარის პარტია, ეს არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყრილობაზე მე ვისურვებდი, რომ აბსოლუტურად ყველა იყოს. ნიკა მელიამ არა ერთხელ თქვა, რომ ის რჩება პარტიაში და არ აპირებს წასვლას და მე არ ვთვლი, რომ ნიკა მელია გაიწია. ნიკა მელია არასდროს გაწეულა არც ერთი ბრძოლიდან, ყოველთვის იყო ბრძოლის წინა ხაზზე, ავანგარდში და იქნება ყველგან, სადაც დასჭირდება რუსული ოცნების წინააღმდეგ ბრძოლას და სადაც დასჭირდება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას", - განაცხადა ანა წითლიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×