რეზონანსი
05.02.2023

ევროკომისიის ანგარიშით, საერთო ჯამში საქართველო 12 ქულით უსწრებს მოლდოვას და მხოლოდ 2 ქულით აქვს უპირატესობა ომში მყოფ უკრაინას - ისეთი მიმართულებით, როგორიცაა საგარეო ურთიერთობები, უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკა.

ამ თემაზე „იმედის კვირას" პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ლევან მახაშვილი ესაუბრა.

„ენერგეტიკა არის ერთ-ერთი მიმართულება, სადაც უკრაინას ორქულიანი უპირატესობა აქვს, რაც უცნაურად ჟღერს, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო წლებია ენერგოგაერთიანების წევრია და გადმოტანილი გვაქვს კანონმდებლობა. პირველები ვიყავით. უკრაინა და მოლდოვა წინა წელს დაგვეწივნენ.

იმის გათვალისწინებით, რომ წლების განმავლობაში საქართველო ძალიან აქტიურად ჩართულია ევროკავშირის მისიებში მალიში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკებში და სხვაგან, რა თქმა უნდა გიჩნდება კითხვა რატომ არის მოლდოვა იგივე დონეზე და უკრაინას აქვს უპირატესობა.

ვიცით, რა მდგომარეობაშია ახლა უკრაინა. ეს არ არის ცარიელი სიტყვები, ნამდვილად ასეა - ომის გამო გარკვეული უპირატესობა, გარკვეული წახალისება, კეთილგანწყობა ევროკავშირის მხრიდან უკრაინისადმი არსებობს", - განმარტავს მახაშვილი.

ევროკომისიამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე საქართველოს განაცხადთან დაკავშირებით ანალიტიკური ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, ფუნდამენტალურ სფეროებში ჩვენი ქვეყანა საქართველო-უკრაინა- მოლდოვას სამეულში ლიდერია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×