რეზონანსი
06.02.2023

ძალიან შეზღუდულ და გაკოტრებულ დღის წესრიგში, რომელშიც არის დღეს „ნაცმოძრაობა", უდავოდ მათ სჭირდებათ ახალი და უფრო რადიკალური ნაბიჯები, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სიპკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. თალაკვაძე მიიჩნევს, რომ ხაბეიშვილიც სწორედ ამ ნიშნით შეარჩიეს თავმჯდომარედ და ამიტომ, „ნაცმოძრაობის" მხრიდან რადიკალიზაციის გაგრძელებას პარლამენტშიც უნდა ველოდოთ.

„რისთვისაც შეცვალეს თავმჯდომარე ერთ-ერთი მიზეზი იყო, რომ მათ მოძებნეს უფრო რადიკალური, აგრესიული და შეიძლება უფრო კომიკური თავმჯდომარეც, ამიტომ ამას პარლამენტშიც ვნახავთ. ის განცხადებები, რომ თავმჯდომარემ თქვა, რომ თმობენ ყველა ტრიბუნას, საპარლამენტოს, საკრებულოებს, შენობებს, პოლიტიკოსებსაც კი აბარებდნენ, მე ვფიქრობ ეს არადემოკრატიულია და თანამედროვე პოლიტიკისგან ძალიან შორს არის", - აღნიშნა თალაკვაძემ.

პარლამენტში საგაზაფხულო სესია იხსნება. პლენარული სხდომა ხვალ გაიმართება, რომელიც რეგლამენტის გათვალისწინებით საქართველოს ეროვნული ჰიმნით გაიხსნება, შემდეგ კი დეპუტატები პოლიტიკურ განცხადებებს გააკეთებენ. საგაზაფხულო სესიის ფარგლებშიც, მთავარი ევროპული რეკომენდაციების შესრულებაა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×