
Earthquake News Everyday წერს, რომ 6 თებერვალს თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრიდან 72 საათის განმავლობაში და მომდევნო 10-12 დღეში ბევრი ზომიერი და რამდენიმე ძლიერი (4.0-6.5) მიწისძვრის ალბათობა არსებობს, ხმელთაშუა ზღვის უახლოეს რეგიონებსა და ქვეყნებში, რომელიც ტექტონიკური რღვევის ზონას წარმოადგენენ.
Earthquake News Everyday-ის ინფორმაციით, რისკის ზონაშია შემდეგი ქვეყნები: გიბრალტარი, მალტა, მაკედონია, მონაკო, მაროკო, ეგვიპტე, ალჟირი, ლიბია, მალტა, თურქეთი, ხორვატია, ალბანეთი, საბერძნეთი, კვიპროსი, თურქეთი, სირია, ლიბანი, ისრაელი, პალესტინა. მიწისძვრის ალბათობის პერიოდი: 10-დან 20 თებერვლამდე.
Earthquake News Everyday წერს, რომ ეს ინფორმაცია ბოლომდე დადასტურებული არ არის, მაგრამ კვლევებიდან გამომდინარე ალბათობა დიდია.