რეზონანსი
08.02.2023

სოფელ ჯიხაშკარში მცხოვრები იმ ოჯახის წევრები, სადაც სამართალდამცველებმა ბადრი ესებუა აიყვანეს, რამდენიმე საათიანი დაკითხვის შემდეგ სახლში გაუშვეს და არცერთი მათგანი არ დაუკავებიათ.

როგორც ცოტა ხნის წინ მათმა ადვოკატებმა მედიასთან განაცხადეს, დამატებითი კომენტარისგან თავს იკავებენ და მათი დაცვის ქვეშ მყოფებისა და გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მხოლოდ იმას ადასტურებენ, რომ ოჯახის სამი წევრი ხანგრძლივი გამოკითხვის შემდეგ სახლში გაუშვეს და არცერთისთვის არანაირი ბრალი არ წაუყენებიათ.

სამივე მათგანმა ზუგდიდში, სამხარეო პოლიციის შენობა რამდენიმე წუთის წინ დატოვა.

შეგახსენებთ, ბანკის ყველაზე გახმაურებულ ძარცვაში ბრალდებულის აყვანა გამთენიისას მოხდა, როცა ესებუა ქვეყნის დატოვებას ცდილობდა. ამ ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტრო ოფიციალურად, ამ ეტაპზე, არ ადასტურებს. სავარაუდოდ, განცხადება მოგვიანებით გაკეთდება.

თავდასხმა ზუგდიდში, "საქართველოს ბანკის" ფილიალზე 2020 წლის 21 ოქტომბერს მოხდა - რამდენიმე საათის განმავლობაში მძევლად იყო აყვანილი 43 ადამიანი. გამოძიების ინფორმაციით, თავდამსხმელმა ბანკიდან ნახევარი მილიონი დოლარის წაღება შეძლო.

წყარო: „რუსთავი2“

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×