რეზონანსი
09.02.2023

მოსკოვი ახალი შეტევისთვის ემზადება - ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ენტონი ბლინკენთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მან ასევე მოკავშირეებს უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდებისკენ მოუწოდა და უკრაინის გამარჯვების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

"პუტინმა დაიწყო ეს აგრესიული ომი. მას შეუძლია ომი დღესვე დაასრულოს უკრაინიდან ჯარების გაყვანით და მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომით. მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვხედავთ იმის ნიშანს, რომ რუსეთი მშვიდობისთვის ემზადება. პირიქით, მოსკოვი ემზადება ახალი სამხედრო შეტევებისთვის. ასე რომ, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება, რომელიც მას სჭირდება ტერიტორიის დასაბრუნებლად და როგორც სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფოს გამარჯვებისთვის. თუ პუტინი გაიმარჯვებს, ეს იქნება ტრაგედია უკრაინისთვის, მაგრამ ასევე საშიში იქნება ყველა ჩვენგანისთვის," - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ენტონი ბლინკენმა კი უკრაინის თავდაცვისუნარიანობაზე ისაუბრა და სამხედროების გადამზადებაზე გაამახვილა ყურადღება, რათა მათ მიწოდებული შეიარაღების ეფექტურად გამოყენება შეძლონ.

"ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვიმუშავებთ უკრაინელებთან, ასევე სხვა პარტნიორებთან და მოკავშირეებთან, რათა დავრწმუნდეთ, რომ უკრაინას აქვს ის, რაც მას სჭირდება. უკრაინამ ეფექტურად უნდა შეძლოს თავის დაცვა და გააგრძელოს თავისი ტერიტორიის უკან დაბრუნება. უკრაინისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სამხედროების გადამზადება, იმისთვის რომ მიღებული იარაღის ეფექტურად გამოყენება შეძლონ," - აღნიშნა ენტონი ბლინკენმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×