რეზონანსი
09.02.2023

„სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი, დეპუტატი პაატა მანჯგალაძე საპარლამენტო მუშაობის მხრივ ბოიკოტის რეჟიმში გადასვლას განმარტავს და აცხადებს, რომ ოპოზიციას აქვს რესურსი თემატურ საკითხებში ითანამშრომლონ.

„გამოვა თუ არ გამოვა, მე მაინც ასე უნდა მოვქცეულიყავი. თემატური თანამშრომლობის რესურსი არსებობს. ის, რომ უფრო დიდ ურთიერთობაში გადაიზარდოს, მაგის სივრცეს ვერ ვხედავთ. თემატური თანამშრომლობის სივრცეს ვხედავთ", - აცხადებს მანჯგალაძე.

კითხვაზე, რას აკლებს მისი ორი მანდატი საპარლამენტო საქმიანობას, პოლიტიკოსი ამბობს, რომ ეს არის გაფრთხილება ხელისუფლებისთვის.

„ჩემი ორი მანდატი არა, ეს არის პროცესი, გაფრთხილება ხელისუფლებისთვის, რომ თუ არ იქნება დემოკრატიული პროცესები ქვეყანაში, იძულებულები გავხდებით პროტესტმა მიიღოს უფრო მწვავე ხასიათი", - აცხადებს მანჯგალაძე.

დაანონსებული კონსულტაციები მანდატების დატოვების საკითხზე „ნაციონალურ მოძრაობაში" არ გამართულა. როგორც ირკვევა, პარტია ბოიკოტის რეჟიმშია, თუმცა საპარლამენტო პრივილეგებზე უარს ვერ ამბობს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×