რეზონანსი
09.02.2023

„ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გელათში არსებულ მდგომარეობაზე პასუხისმგებლობას ბიძინა ივანიშვილს და თეა წულუკიანს აკისრებს. როგორც მან დღეს გელათში განაცხადა, ტაძარი ნადგურდება და აუცილებელია დროული რეაგირება.

ხაბეიშვილის განცხადებით, შეთავაზება აქვს კულტურის მინისტრთან და მზად არიან, უზრუნველყონ საუკეთესო ექსპერტების ჩამოყვანა, რომ ტაძარი გადარჩეს.

„რასაც აკეთებდა რუსეთი ჩვენს ეკლესიებთან დაკავშირებით, იგივეს აკეთებს კრემლის ხელდასმით ბიძინა ივანიშვილი და ქალბატონი წულუკიანი, რომელიც ანადგურებს გელათს და ამასთან დაკავშირებით დასკვნა დადო, მისივე სამინისტროს კონკრეტულმა სამსახურმა. ანუ თეა წულუკიანის სამინისტროში შემავალმა კეთილსინდისიერმა ადამიანებმა დაწერეს დასკვნა, გელათთან დაკავშირებით, რომ არის უმძიმესი მდგომარეობა. დიახ, ბიძინა ივანიშვილი და წულუკიანი არიან პასუხისმგებლები იმ ვანდალიზმზე, რაც ხდება. აქედან ახლოს, არის ბაგრატი, რომელიც თავის დროზე მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით აღდგა, ასევე აღდგა უამრავი ეკლესია. ამ დროს ივანიშვილი ანადგურებს კულტურულ მემკვიდრეობებს. მე მაქვს კონკრეტული შეთავაზება, გვინდა, რომ მსოფლიოში საუკეთესო ექსპერტები ჩამოვიყვანოთ და მზად ვართ, უზრუნველყოთ ყველაზე კარგი ექსპერტების ჩამოყვანა ჩვენი ხარჯით. ამიტომ გვიწევს წულუკიანთან ეს შეთავაზება, რომ თქვენ დაანგრიეთ გელათი და წაშალეთ ისტორია. ჩვენ უნდა განვდევნოთ ეკლესიიდან, წულუკიანები, მაჯლაჯუნები, ეშმაკები, ამ ხალხმა არ უნდა დაიბუდოს აქ. ან მიიღეთ ეს შეთავაზება, ან ხალხის პასუხი უნდა იყოს ადეკვატური და თუ საჭირო იქნება ღონისძიებები უნდა გავატაროთ", -განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×