რეზონანსი
09.02.2023

უგულავას ან სხვას რატომ უნდა დაეშვა, რომ სტრასბურგის სასამართლო მხარს დაუჭერდა. თავადაც იციან, რომ ბიუჯეტიდან სერიოზული თანხა მოიპარა, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკი გამოეხმაურა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სტრასბურგის სასამართლოს თანახმად, გიგი უგულავას დაკავება იყო კანონიერი და არ იკვეთებოდა პოლიტიკური მოტივები.

ვოლსკის თქმით, ეს სტრასბურგის პირველი გადაწყვეტილება არაა, რომელიც ხაზს უსვამს სამართლიანობას.

„პოლიტიკურად ვინმესთვის თუ მიუღებელია, არც ის გაგვიგია პირველად, რომ სტრასბურგის სასამართლოსაც არაერთხელ სეროზული შეურაცხყოფა მიაყენეს. ამ შემთხვევაში, რატომ უნდა დაეშვა გიგი უგულავას ან სხვას, მის ადვოკატებს, რომ სტრასბურგის სასამართლო მხარს დაუჭერდა, როდესაც თავადაც იციან, გაცხადებულიც აქვთ ამის შესახებ და არც არავის დაუმალავს, რომ ბიუჯეტიდან სერიოზული თანხა მოიპარა. ამასთან დაკავშირებით რატომ უნდა ეთქვა სასამართლოს, რომ მისი გასამართლება დაკავშირებული იყო მის პოლიტიკურ კარიერასთან ან პოზიციასთან. ამასთან დაკავშირებით არ მგონია, საზოგადოებაში დამატებითი შეკითხვა ისმებოდეს ან თავად გიგი უგულავას დამატებითი შეკითხვა ჰქონდეს", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×