
ჩვენ ვიცით, როდის რა გავაკეთოთ. ეს არის დაცვის სტრატეგია, - ამის შესახებ პატიმარ მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველმა, შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა, კითხვის პასუხად, აპირებენ თუ არა, მიმართონ სარჩელით სტრასბურგის სასამართლოს.
ხაჭაპურიძემ დაადასტურა, რომ საკითხი განხილვის პროცესშია.
„ამას ვიტყვით მას შემდეგ, როდესაც გავაგზავნით, ჯერჯერობით ასეთი გადაწყვეტილება მიღებული არ არის, - განაცხადა სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ „ქრონიკას" სატელეფონო საუბრისას.
სააკაშვილის ადვოკატები სასჯელის გადავადების საქმის სტრასბურგში გასაჩივრებას აღარ ჩქარობენ. ეს იმ ფონზე, როდესაც ყოველდღიურად ამტკიცებენ, რომ პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმდება. ამ თემაზე საუბარი სააკაშვილის დედას არ სურს და ჟურნალისტებს ადვოკატებთან ამისამართებს. სააკაშვილის უფლებადამცველები კი ამ ეტაპზე დუმილს ამჯობინებენ. ეს მოცემულობა პოლიტიკოსებს კიდევ ერთხელ არწმუნებს, რომ ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობით ოჯახი და სააკაშვილის პარტია შეგნებულად სპეკულირებენ