რეზონანსი
18.03.2023

დღეიდან, დამატებით 300-ზე მეტ ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტზე რეფერენტული ფასი ამოქმედდა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული მედიკამენტების სია, მომავალში, კიდევ უფრო გაიზრდება.

მათივე ცნობით, თუ აფთიაქები მედიკამენტებს აღნიშნულ ფასზე ძვირად გაყიდიან, დაჯარიმდებიან.

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაური აცხადებს, რომ საჯარიმო სანქციები საკმაოდ მაღალია.

„ჯანდაცვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, რომლის ფარგლებშიც 2023 წლიდან რეფერენტული პოლიტიკა ამოქმედდა. პირველ ეტაპზე, 15 თებერვლიდან რეფერენტული ფასები ძალაში დაახლოებით, 800 მედიკამენტზე შევიდა, დღეიდან კი დამატებით, 300 მედიკამენტზე შედის ძალაში. ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო ამ კონკრეტულ მედიკამენტებზე აწესებს ზღვრულ ფასებს, რომლის ზევითაც ფარმაცევტულ კომპანიებს მედიკამენტი გაყიდვის უფლება არ აქვთ.

ასევე, იმ მედიკამენტებზე, რომელზეც 15 თებერვლიდან შევიდა ძალაში, მოქმედებდა საშეღავათო ერთთვიანი პერიოდი და უკვე რეგულირების სააგენტოს შეუძლია დარღვევის შემთხვევაში გაფრთხილება და საჯარიმო სანქციები აამოქმედოს. ჯარიმის ოდენობა 5-დან 30 ათას ლარამდეა, გააჩნია რა ტიპის დარღვევას ექნება ადგილი", - განაცხადა ილია ღუდუშაურმა.

მედიკამენტების ჩამონათვალისა და მაქსიმალური ზღვრული ფასის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×