რეზონანსი
18.03.2023

საქართველოს პროკურატურამ ქრთამის მიცემის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

"საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 17 მარტს, ბრალდებულმა, ქუთაისში მდებარე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ „მომსახურების სააგენტოში", მართვის უფლების მოსაპოვებელი პრაქტიკული გამოცდის ჩაბარებაში დახმარების სანაცვლოდ, ამავე სააგენტოს თანამშრომელს, ქრთამის სახით თანხა გადასცა. სააგენტოს თანამშრომელმა, აღნიშნული ფაქტის შესახებ სამართალდამცველებს შეატყობინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის პირველი ნაწილით (მოხელისთვის ქრთამის მიცემა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აცხადებენ უწყებაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×