რეზონანსი
18.03.2023

პოლარიზაციას ერევა მხოლოდ ის საზოგადოება, რომელსაც გათავისებული აქვს, რომ არსებობის უფლება მისცეს მისთვის გაუგებარ იდეას. სხვანაირად დემოკრატიისაკენ ნაბიჯი არ იდგმება. პოლარიზაცია იმიტომ გვაქვს, რომ მთლიანად საზოგადოების მენტალური მომზადება დემოკრატიული საზოგადოებისათვის ამ ქვეყანაში რეალურად არ მომხდარა, - ამის შესახებ „ქრონიკის" ეთერში საზოგადოებრივი მოძრაობა „პოლიტიკური არჩევანის" დამფუძნებელმა, რომან კაკულიამ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში პოლარიზაცია გაღრმავდა იმიტომ, რომ საზოგადოებაში ღირებულებების გათავისების პროცესი ნორმალურად არ დაწყებულა.

„ჩვენ დავიწყეთ ევროკავშირის კანონმდებლობის ჰარმონიზაცია, ევროკავშირთან ინსტიტუციური ჰარმონიზაცია, ხოლო მენტალური ჰარმონიზაცია მივანდეთ არასამთავრობო სექტორის უკვე 30 წელია. არასამთავრობო სექტორი კი ძირითადად ახალგაზრდობასთან მუშაობდა და მათ ამ 30 წლის განმავლობაში ის დომინანტი იდეები, რომელიც ევროკავშირში იყო წამყვანი, იმ იდეებით შემოვიდნენ. შენ არასდროს გაგიკეთებია ამის საწინააღმდეგო, არასდროს გითქვამს, რომ ეს შენთ ის პრობლემაა. უცებ რომ დააყენებ პრობლემას, რომ არასამთავრობო სექტორის მიმართ მე მაქვს გამჭვირვალობის პრობლემები. ესენი აგიჯანყდებიან და გეტყვიან, რომ მე სიკეთეებს ვქმნი და ჩემთან რა გინდა, მაგრამ მაშინ შენ მოგიწევს ილაპარაკო იმ იდეებზე, რომელიც შენთვის არ არის მისაღები. ამ თემაში არავინ შესულა, თუ რა არის ახალგაზრდობის მენტალური მდგომარეობა, რომელსაც შესაძლებელია პრობლემა ჰქონდეს ევროკავშირიდან შემოსულ იდეებთან და განსაკუთრებით უფროსი ასაკის ადამიანებს, რომლებთანაც ეს ბარიერი ძალიან გაყოფილია", - აღნიშნა რომან კაკულიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×