რეზონანსი
18.03.2023

ჩვენს ენერგეტიკულ ბალანსში წილი იმპორტირებული ელექტროენერგიის დაახლოებით გახლავთ 1 მილიარდიდან 2 მილიარდ კვტ.სთ-მდე, „ნამახვანჰესის" მშენებლობის შემთხვევაში ეს მნიშვნელოვნად შემცირდებოდა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, რომეო მიქაუტაძემ „ქრონიკაში" განაცხადა.

მისი თქმით, „ნამახვანჰესი" მნიშვნელოვან როლს ითამაშებდა ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის გზაზე.

„ეს მხოლოდ ენერგეტიკული დამოუკიდებლობა არა, ეს ეკონომიკური დამოუკიდებლობაც გახლავთ. დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა, დამატებითი გადასახადები და სხვადასხვა სიკეთე, რაც როგორც ადგილობრივ მოსახლეობაზე, ასევე ქვეყნის ყველა მოქალაქეზე აისახება", - აღნიშნა რომეო მიქაუტაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×