რეზონანსი
19.03.2023

ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიის ჩემპიონატში მორიგი გოლი გაიტანა. სერია ა-ს 27-ე ტურში, „ნაპოლი", სადაც ქართველი ფეხბურთელი თამაშობს სტუმრად „ტორინოსთან" თამაშობს. პენალტი მასპინძელთა კარში მატჩის 35-ე წუთზე დაინიშნა, როდესაც წესები საჯარიმოში სწორედ კვარაცხელიაზე დაირღვა.

კვარაცხელიამ 11-მეტრიანი ზუსტად შეასრულა და იტალიის ჩემპიონატში მე-12 გოლი გაიტანა. ამ დროისთვის „ნაპოლი" თამაშს ანგარიშით 2:0 იგებს. პირველი გოლი ვიქტორ ოსიმენის ანგარიშზეა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×