რეზონანსი
19.03.2023

არსად, ლიბერალურ დემოკრატიაზე გამოცემულ სახელმძღვანელოში არ წერია, რომ მამაკაცი უნდა გააუპატიურო, მოკლა, მოაბა ბეტონის ფილა და ზღვაში გადააგდო. ეს არ არის ლიბერალიზმი. ეს არის კაცის კვლა. და აი ამის სიმბოლოა ივანე მერაბიშვილი, რომელიც სადღაც უკრაინიდან მერთვება პირდაპირ ეთერში და დემოკრატიულ წესწყობილებას მასწავლის, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ცაგარეიშვილმა „იმედის კვირაში" განაცხადა.

„ამ ხელისუფლებას თავიდან ბოლომდე განსხვავებული დღის წესრიგი აქვს, ვიდრე „ნაციონალურ მოძრაობას" ჰქონდა. ვინმეს თუ უნდა ქვეყნის წარსულში დაბრუნება, ეს არის სწორედ მერაბიშვილი. ეს არიან ის კრიმინალები, ვინც წლების განმავლობაში ფარეშობდნენ საქართველოში. ვფიქრობ, მერაბიშვილისა და სხვა ავაზაკების მობრუნება ქართულ პოლიტიკაში, არის გამოცხადებული ომის ქრონიკა", - ამბობს დეპუტატი.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×