რეზონანსი
19.03.2023

არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციის ნაწილის ევროპარლამენტში ვიზიტი შეაფასა. ამ თემაზე პარლამენტის ვიცე-სპიკერმა „იმედის კვირასთან" ისაუბრა.

„როდესაც საპროტესტო მიტინგიდან გაგდებულ პოლიტიკოსებს, რომლებზეც ხელისუფლება ამბობდა, რომ ეს ხალხი საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას პირდაპირ ბლოკავს და პარტნიორებს არწმუნებს, რომ არ უნდა მიეცეს ქვეყანას კანდიდატის სტატუსი, შენ კი მათ რამდენიმე დღეში ხვდები, ზუსტად ეს არის არაადეკვატურად შეფასება იმისა, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება. ერთ შემთხვევაში ევროპის სახელით და მეორე შემთხვევაში ევროპული ფონდებს სახელით, აქ მოქმედებენ ის ადამიანები თუ პოლიტიკოსები ევროპიდან, რომლებსაც შინამდე ერთადერთი ინტერესი აქვთ - როგორმე „ნაციონალური მოძრაობა" დააბრუნონ ხელისუფლებაში", - აცხადებს თალაკვაძე.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×