რეზონანსი
20.03.2023

სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი ამბობს, რომ მისი მანდატი არ აძლევს საშუალებას სამედიცინო შეფასება გააკეთოს მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით. მან დღეს მედიასთან საუბრისას თქვა, რომ გუშინ მიხეილ სააკაშვილს ერთი საათის განმავლობაში ესაუბრა, თუმცა არ შეხვედრია ექიმებს, რადგან ისინი გუშინ კლინიკაში არ იმყოფებოდნენ.

იოსელიანი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი დახვდა მწოლიარე მდგომარეობაში.

"მთავარი, რაზეც ჩემი მხრიდან დავუდასტურე არის ის, რომ ყველა ის მონიტორინგის მექანიზმი რაც არსებობს სახალხო დამცველის აპარატში დღემდე, ეს არის კონსილიუმი, ეს არის თვითონ აპარატის ზედამხედველობა მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, ყველაფერი იქნება შენარჩუნებული და ჩვენ ამას გავაგრძელებთ.

მიხეილ სააკაშვილი მე რომ შევედი იწვა, მწოლიარე მდგომარეობაში იყო, როდესაც ვესაუბრებოდი, სხვა ვერაფერს ვერ გეტყვით. [წონაში დაკლებული არ არის?] რასთან შედარებით, გააჩნია, როგორც შევიდა კლინიკაში იმასთან შედარებით რომ წონაში, დაკლებულია ეს ყველამ ვიცით. მეტყველება არ უჭირდა, ნორმალურად მეტყველებდა. მე ვერ შევაფასებ მის მდგომარეობას. მიხეილ სააკაშვილი დამხვდა მწოლიარე მდგომარეობაში, ვისაუბრეთ ნორმალურად, რა თქმა უნდა, არის გამხდარი იმასთან შედარებით რაც იყო, ეს მგონი ცხადზე ცხადია. ამის იქით ყველა ჩემი შეფასება იქნება არასწორი, იმიტომ რომ ჩემი მანდატი სამედიცინო შეფასების შესრულების შესაძლებლობას არ იძლევა, არც ჩემი ცოდნა, მათ შორის", - თქვა იოსელიანმა.

მისი თქმით, გამოთხოვილი აქვთ სამედიცინო დოკუმენტაცია, რომელსაც ექიმებს გადასცემენ. იოსელიანი ამბობს, რომ აპირებს შეხვდეს კონსილიუმის წევრ ექიმებს და მათთან ერთად განიხილავს რა გეგმა აქვთ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით.

იოსელიანმა თქვა, რომ არ ფლობს არანაირ ინფორმაციას პოლონელი ექიმების საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×