რეზონანსი
20.03.2023

პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თანამდებობაზე გიორგი ამილახვარი დანიშნა. ამ დრომდე, ამილახვარი პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე იყო.

გიორგი ამილახვარმა მინისტრის თანამდებობაზე მიხეილ ჩხენკელი შეცვალა. ჩხენკელი მინისტრად პირველად 2017, მეორედ კი 2019 წელს დაინიშნა.

შაბათის ფორმულამ ჯერ კიდევ გასული წლის 15 ოქტომბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამილახვარის განათლების მინისტრად დანიშვნა იგეგმებოდა, თუმცა, მაშინ ჩხენკელი დეპუტატით არ ჩაანაცვლეს, ამის მიზეზი კი, სავარაუდოდ, ვაკის პარკის ტრაგედიაზე ამილახვარის არაკორექტული კომენტარი გახდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×