რეზონანსი
20.03.2023

ბევრი ადამიანი ჩემ გარშემო ამ კლოუნებს სასაცილოდაც არ მიიჩნევს, მაგრამ პირადად მე ვფიქრობ, რომ ახლა ქვეყანაში ამაზე ბოროტი პოლიტიკური დაჯგუფება არ არსებობს, - ასე ეხმაურება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის გიორგი ვაშაძის, „დროას" ლიდერის ელენე ხოშტარიას და „გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის მიერ სტრასბურგსა და ბრიუსელში გამართულ შეხვედრებს.

ნიკოლეიშვილის თქმით, ეს ოპოზიციური სამეული პირდაპირ ეწევა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ აგიტაციას, რათა შემდეგ ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ საქართველოსთვის სტატუსის არმინიჭება რევოლუციურ სცენარში გადაზარდონ.

„ბევრი ადამიანი ჩემ გარშემო ამ კლოუნებს სასაცილოდაც არ მიიჩნევს, მაგრამ პირადად მე ვფიქრობ, რომ ახლა ქვეყანაში ამაზე ბოროტი პოლიტიკური დაჯგუფება არ არსებობს. ცხადია, მათი ელექტორალური ბაზა ნულია, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ პირდაპირ ეწევიან აგიტაციას კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. ეს ბანდიტური დაჯგუფება ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველომ სტატუსი არ მიიღოს, რასაც შემდეგ რევოლუციურ გეგმებში დააკონვერტირებენ. ნუ, ეცდებიან აუცილებლად. ამიტომ, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ამ რადიკალებს ახლა ერთი ამოცანა აქვთ - ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებით როგორმე ჩვენი ქვეყნის წინსვლა შეაფერხონ!" - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×