რეზონანსი
20.03.2023

ჩვენ უნდა გამოვთქვათ იმედი, რომ ეს რადიკალური, ლიბერალური ფაშიზმი, ბოლშევიკური მიდგომები ვერ და არ გაიმარჯვებს - ქვეყანას აქვს შესაბამისი ევროინტეგრაციის კურსი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

„ჩვენ ვნახეთ ორმაგი მიდგომა ევროკავშირის სტრუქტურების მხრიდან. ის, რაც „ნაციონალური მოძრაობის" მეგობარი ევროპარლამენტარების ძალიან დიდი სურვილია, საბოლოო ჯამში, როგორც წესი ასე არ ხდება ხოლმე, რადგან ევროკომისია ძალიან საღად, რაციონალურად და თანმიმდევრულად აფასებს გარკვეულ მოვლენებს. თუმცა, რა თქმა უნდა, მაინც პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებს. ჩვენ ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ ევროპარლამენტში სამწუხარო განცხადებები, რომელსაც ადგილი ჰქონდა და აქ სრულიად ვეთანხმები ქვეყნის პარლამენტის სპიკერს, რომ არაფრით არ შეიძლება რადიკალიზმის წახალისება. მეორე მხრივ ჩვენ მიერ შესასრულებელი საქმის შეფასების კუთხით, გვახსოვს ასოცირების შეთანხმებაზე დასკვნა, რომელიც არის უაღრესად დადებითი. ის, რომ 12-პუნქტიანი გეგმა სრულდება ზედმიწევნით, ევროკავშირისთვის ძალიან კარგად არის ცნობილი. ასე რომ, ჩვენ უნდა გამოვთქვათ იმედი, რომ ეს რადიკალური, ლიბერალური ფაშიზმი, ბოლშევიკური მიდგომები ვერ და არ გაიმარჯვებს. ქვეყანას გააჩნია შესაბამისი კურსი ევროინტეგრაციის და ხედავს რა ევროკავშირი, რომ ხელისუფლების მხრიდან იდგმება ყველა შესაბამისი ნაბიჯი, გამოვთქვამთ იმედს, რომ ამ ჭრილში იქნება მიღებული გადაწყვეტილება და არა რომელიმე რადიკალური ოპოზიციის ან ყოფილი პრეზიდენტის სურვილებისგან, რომ არ დაელოდონ არჩევნებს, მოახდინონ სიტუაციის რადიკალიზაცია და ამღვრეული წყალი თავიანთი ინტერესებისთვის გამოიყენონ. „ნაციონალური მოძრაობის" ყველა გეგმას ფიასკო ელოდება", - აღნიშნა მათიკაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×