რეზონანსი
21.03.2023

"საქართველოს ოპოზიცია ცდილობს დაამხოს ახლანდელი ხელისუფლება და გახსნას "მეორე ფრონტი", - აცხადებს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ "პრეზიდენტი", ასლან ბჟანია.

ბჟანია "ქართული ოცნების" ხელისუფლებაზეც ლაპარაკობს და ამბობს რომ ის "ამ ყველაფრის წინააღმდეგია".

საოკუპაციო რეჟიმის ლიდერი რუსეთის ომს უკრაინაში "სპეციალურ სამხედრო ოპერაციას" უწოდებს, რომელსაც "ეწინააღმდეგება 50-ზე მეტი ქვეყანა, მათ შორის, თითქმის მთელი ევროპა და ამერიკის შეერთებული შტატები". ბჟანია ამტკიცებს, ამ რთული გეოპოლიტიკური სიტუაციის ფონზე, "იგივე ძალებს სურთ საქართველოს ხელისუფლების დამხობა და მეორე ფრონტის გახსნა".

მისივე თქმით, სიტუაცია ახლა ბევრად უფრო რთულია, ვიდრე ეს 2008 წელს იყო.

"თქვენ კარგად იცით, რომ ქართული ოპოზიცია ცდილობს დაამხოს ახლანდელი ხელისუფლება და გახსნას "მეორე ფრონტი". როგორც იცით, ახლანდელი ქართული ხელისუფლება ამის წინააღმდეგია ["მეორე ფრონტის"].

საერთაშორისო სამხედრო-პოლიტიკური სიტუაცია ძალიან კომპლექსურია. რუსეთი იძულებულია ჩაატაროს სპეციალური სამხედრო ოპერაცია. ჩვენს მეგობარს ეწინააღმდეგება 50-ზე მეტი ქვეყანა, მათ შორის არის თითქმის მთელი ევროპა და ამერიკის შეერთებული შტატები. ამ ფონზე, იგივე ძალებს სურთ საქართველოს ხელისუფლების დამხობა და მეორე ფრონტის გახსნა. ამ მიზნით, მიმდინარე წლის აპრილ-მაისში საქართველოში ფართომასშტაბიანი აქციები მზადდება. დღეს სიტუაცია უფრო რთულია, ვიდრე 2008 წელს. ამ პირობებში, ჩვენ გვჭირდება მუდმივად გავაძლიეროთ ყოვლისმომცველი, მრავალმხრივი თანამშრომლობა რუსეთის ფედერაციასთან და მის რეგიონებთან", - ამბობს ბჟანია

ბჟანიას ინფორმაციით, აფხაზეთში ახლა ფართომასშტაბიანი სამუშაოები მიმდინარებს შეიარაღებული ძალების მობილიზაციისა და საბრძოლო მზადყოფნის ასამაღლებლად. ის ამბობს, რომ "აფხაზეთს არ უნდა ომი, მაგრამ მზად უნდა იყვნენ ყველაფრისთვის".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×