რეზონანსი
21.03.2023

თქვენ წინასწარ ასამართლებთ ყველას, ასე აკეთებდნენ ბოლშევიკები, განაჩენის და სასამართლოს გარეშე ასამართლებდნენ ხალხს, იმავეს აკეთებთ თქვენც, - ასე უპასუხა ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ლელოს" წევრს ანა ნაცვლიშვილს, რომელმაც განაცხადა, რომ მამუკა მდინარაძე ძალადობაში ბრალდებული ადამიანის თანამოაზრეა.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, მან სუბიექტურად, ხაზგასმით თქვა, რომ მისთვის დაუჯერებელია 8 თუ 7 წლის წინ რაღაც ხდებოდეს, ამ ხნის განმავლობაში ადამიანი იყოს გაჩუმებული და მერე ამ ფაშისტურ კამპანიას დაემთხვეს რაღაც.

„მან [ანა ნაცვლიშვილმა] ინტერპრეტაციით სცადა ტყუილის თქმა. იმ თემაში ნუღარ შემოხვალთ, მე რას დავიჯერებ და რას არა. მართლა ფაშისტები ხართ მე მგონი. მე ეს არ მჯერა თქო, იმიტომ, რომ ცუდად ემთხვევა. მე სუბიექტურად ხაზგასმით ვთქვი, რომ დაუჯერებელია ჩემთვის 8 თუ 7 წლის წინ რაღაც ხდებოდეს, ამ ხნის განმავლობაში ადამიანი იყოს გაჩუმებული და მერე ამ ფაშისტურ კამპანიას დაემთხვეს რაღაც, თან რაღაც ბრალდებებს მოყვა ბრალდებები და არ მგონია ეს ასე იყოს. თუმცა, თქვენ წინასწარ ასამართლებთ ყველას, ასე აკეთებდნენ ბოლშევიკები, განაჩენის და სასამართლოს გარეშე ასამართლებდნენ ხალხს. იმავეს აკეთებთ თქვენც და როგორ მოვიქცეთ ამ დროს, მოგვეცით უფლება რაღაც დავიჯეროთ სუბიექტურად, ან არ დავიჯეროთ", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×