რეზონანსი
22.03.2023

კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის სხდომაზე ტაქსის რეფორმის მესამე ეტაპზე ისაუბრა. დედაქალაქის მერმა აქცენტი იმ ცვლილებაზე გააკეთა, რომლის მიხედვითაც ტაქსისთვის საავტობუსე ზოლში მგზავრის აყვანა და ჩამოსმა დაშვებული იქნება.

„მოგეხსენებათ, 20 მარტს დასრულდა A კატეგორიის ტაქსის ნებართვების გაცემა და პირველი აპრილიდან ძალაში შედის ტაქსის რეფორმის მესამე ეტაპი, რომელიც ითვალისწინებს აღნიშნული პირებისთვის ნებართვების უვადოდ, საკუთრებაში გადაცემას. პირველი აპრილიდან ამოქმედდება taxi.tbilisi.gov.ge-ს განახლებული ვერსია, რომელიც ელექტრონულად მოემსახურება ტაქსის ნებართვების ბრუნვას ბაზარზე, როგორც გაყიდვას, ისე იჯარით გაცემას. იმ ფიზიკურ პირთა რაოდენობა, ვისზეც პირველ აპრილს გაიცემა A კატეგორიის უვადო ნებართვები, გასცდა 35 000-ს.

ახალი ნებართვების აქტივაციის ვადა მიმდინარე წლის პირველი აპრილიდან 2024 წლის პირველ აპრილამდე იქნება. ამავე დროს, ჩვენ განვაცხადეთ, რომ პირველი აპრილიდან A კატეგორიის ტაქსისთვის დაშვებული იქნება საავტობუსე ზოლში მგზავრის აყვანა და ჩამოსმა. ეს ცვლილება თბილისის საკრებულომ უკვე მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ მგზავრის აყვანისთვის ან ჩამოსმისთვის (და არა მოძრაობისთვის) არ დაჯარიმდებიან", - განაცხადა მერმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×